Sunday, April 23, 2017
მანანა მიქაძე-ვეკუა: დღეს შევისწავლეთ,როგორ დავეხმაროთ განსხვავებული...
მანანა მიქაძე-ვეკუა: დღეს შევისწავლეთ,როგორ დავეხმაროთ განსხვავებული...შესაძლებლობების მქონე ბავშვებს,როგორ დავეხმაროთ ,რომ გახდნენ თვითრეგულირებადნი.შევთავაზოთ მათ მრავალფეროვანი აქტივობები...
Friday, April 21, 2017
პროექტი -რატომ ცვლიან გარემოს? - პორტფოლიო
პროექტის ჩატარებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, ინფორმაციების მოძიება-დახარისხებით კრიტიკული აზროვნების, კვლევითი და 21-ე საუკუნის სხვა უნარების განვითარებას. მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და აზრის გამოთქმა.
პროექტი საინტერესო იყო მასწავლებლისთვისაც, გამიჩნდა სურვილი, რომ მომავალში ჩავატარო პროექტი აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.
დიდი მადლობა.
Sunday, April 9, 2017
დღეს შევისწავლეთ,როგორ დავეხმაროთ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს,რომ გახდნენ თვითრეგულირებადნი.შევთავაზოთ მათ მრავალფეროვანი აქტივობები,ხელი შევუწყოთ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.ვასწავლოთ მოსწავლეებს დამოუკიდებლობა,შევუქმნათ მათ სასიამოვნო გარემო.ეს ყველაფერი დამეხმარება პროექტით დასახული მიზნის მიღწევაში.
Saturday, April 8, 2017
დღეს შევისწავლეთ,როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში,შევქმენით გეგმების და ჩეკლისტების რუბრიკები,ვისაუბრეთ ,როგორ მოვახერხოთ სწავლის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება, ვისაუბრეთ აგრეთვე მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებელ ფორმებზე.ეს ყველაფერი დამეხმარება სასწავლო პროცესის,კერძოდ პროექტებით სწავლების ნაყოფიერად და საინტერესოდ წარმართვაში.
Sunday, April 2, 2017
დღევანდელი შეხვედრა უფრო მეტად ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა, მივხვდი,რომ მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებით, შესაძლებელია მოსწავლის პროგრესირება.შევისწავლე, როგორ დავეხმარო მოსწავლეს დღიურებისა და ბუკლეტების შექმნაში,მულტიმედიური პრეზენტაციის გაკეთებაში.გავეცანი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს.შევისწავლე ჩეკლისტის თვითშეფასების ცხრილი.ეს ყველაფერი დამეხმარება მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების ხელშეწყობაში.
Saturday, April 1, 2017
დღევანდელი შეხვედრა ისევე საინტერესოდ წარიმართა,როგორც წინა. მეწყვილესთან მოვახდინე პორტფოლიოების ურთიერთგაზიარება და შეფასება,მივეცით ერთმანეთს რჩევები,უკუკავშირი კარგია საკუთარი ნამუშევრის სხვისი თვალით დასანახად,რათა სწორად შევძლო შემდგომი მუშაობის წარმართვა,ვისწავლე აგრეთვე,როგორ არ უნდა დავარღვიო სხვისი საავტორო უფლება.ეს ყველაფერი დამეხმარება პროექტის აქტუალობის გასააზრებლად.
Sunday, March 26, 2017
Saturday, March 25, 2017
მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისთვის საუკეთესო გზაა პროექტებით სწავლება,რაც ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.ავირჩიე პროექტის იდეა,ჩამოვაყალიბე შინაარსი, პროექტის მიზნები და შედეგები,ვიმსჯელეთ თემის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების ირგვლივ.ყოველივე დამეხმარა წინარე ცოდნის გააქტიურებაში,ასევე პროექტის დაგემვაში და შემექმნა მოტივაცია სამომავლოდ დავგეგმო და ჩავატარო აქტუალურ საკითხებზე ორიენტირებული პროექტები.
Subscribe to:
Posts (Atom)