სსიპ
ქ.თბილისის N 154 სკოლის
უფროსი მასწავლებელის,
მანანა
მიქაძე-ვეკუას მიერ ჩატარებული პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა
თემა: წაკითხულის გაგება–გააზრების პრობლემები
და
მათი
გადაჭრის გზები მოსწავლეებში
კითხვის უნარის გამოსამუშავებელი თითოეული
კომპონენტის (ფონოლოგიური უნარ–ჩვევები;
ანბანის ცოდნა ; ლექსიკური მარაგი; გაწაფული, გამართული კითხვა; გაგება–გააზრება) სწავლებისას გამოიყენება სხვადასხვა
მიდგომები და მეთოდები,რომლებმაც საბოლოოდ
უნდა უზრუნველჰყონ წიგნიერების ამაღლება დაწყებითი კლასების
მოსწავლეებში,მათ უნდა შეძლონ წაკითხულის გაგება–გააზრება და ჩამოყალიბდნენ წარმატებული
მკითხველებად, IV კლასის
ბოლოს კი კითხვაში გაწაფული მოსწავლეები
შეძლებენ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას. თუმცა პრაქტიკა მიჩვენებს,
რომ ამ ასაკის მოსწავლეებში ამ მხრივ არის პრობლემები, სწორედ წაკითხულის
გაგება-გააზრების პრობლემას, მის გადასაჭრელად დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებს და მიღებულ
შედეგებს ეხება წინამდებარე ნაშრომი.
პრობლემა და
საკვლევი საკითხი
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარებულმა დიაგნოსტიკური
ტესტირების (დანართი 1)შედეგების
ანალიზმა ცხადჰყო, რომ კლასის მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირს წაკითხულის
გაგება–გააზრება, ტესტირებისას უჭირთ ინსტრუქციების და მითითებების სწორად გაგება
ამა თუ იმ სიტყვის განსხვავებულ კონტექსტში გაგება. კვლევა ჩემი კლასის
საჭიროებებიდან გამომდინარე ჩავატარე, მინდოდა დამედგინა პრობლემის გამომწვევი ფაქტორები, თუ
რა უშლის ხელს მოსწავლეებს წაკითხულის გაგება–გააზრებაში.
კვლევის მთავარი კითხვა ასე ჩამოყალიბდა:
- რა არის IV კლასის მოსწავლეების 60%-ში წაკითხულის
გაგება-გააზრების პრობლემის არსებობის
მიზეზი?
დავინტერესდი საკვლევი პრობლემის აქტუალობით,
ჩავწერე ინტერვიუ დაწყებითი კლასების (I-IV) ქართული ენის მასწავლებლებთან,
რომლის შედეგად გამოიკვეთა პრობლემა და მისი გადაჭრის აუცილებლობა: ასევე ჩავწერე ინტერვიუები
მშობლებთან, პრობლემის მოსაგვარებლად გამოიკვეთა მათი ჩართულობის აუცილებლობა.
გამოიკვეთა სამიზნე ჯგუფები:
1)
IV კლასის
მოსწავლეები,
2)
მოსწავლეთა მშობლები
პრობლემის გადასაჭრელად დავსახე მიზნები:
·
მოსწავლეებში წაკითხულის სწორად გაგება-გააზრებისთვის საჭირო მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ შექმნილი
ლიტერატურის შესწავლა;
·
მოსწავლეთა სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა დადგენა და ანალიზი;
·
სასწავლო პროგრამის შემუშავება სამიზნე ჯგუფებისთვის;
·
მოსწავლეთა მიღწევების პერიოდული მონიტორინგი და შეფასება.
ჩემი მიზნის მისაღწევად გადავწყვიტე
გამერკვია,
რა მნიშვნელობას ანიჭებენ მშობლები წიგნიერებას, მუშაობენ თუ არა ისინი შვილების წიგნიერების კომპეტენციის ასამაღლებლად და თუ
მუშაობენ,როგორ?
დამედგინა,
რა მეთოდებს იყენებენ მოსწავლეებთან ჩემი კოლეგები წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის.
დავსახე
აქტივობები, რომელთა განხორციელების შედეგად მოსწავლეები შეძლებენ წაკითხულის სათანადოდ გაგება-გააზრებას:
- მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა რჩევების მიცემის მიზნით,
- წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის საჭირო ეფექტური მეთოდისა და რესურსების ხშირად
გამოყენება.
- რჩევები ბავშვებს წაკითხულის გაგებასა და გააზრებაზე
საგულისხმოა, რომ საწყის ეტაპზე მოსწავლის
კითხვის უნარი უმეტესად კარგად ვითარდება, მასწავლებელი მოსწავლეს ნაბიჯ–ნაბიჯ
უვითარებს კითხვისა და წერის უნარებს, იყენებს უამრავ მეთოდს და აქტივობას.
თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობისას კი ბავშვები სხვადასხვა საკითხებზე
მსჯელობენ და უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს, ამ დროს ხდება ლექსიკური მარაგის
გამდიდრება, რაც აგრეთვე ეხმარება
წიგნიერების განვითარებას.
ჩემი კლასის მოსწავლეთა დაკვირვების
შედეგებზე დაყრდნობით აღმოვაჩინე, რომ
მოსწავლეთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიუხედავად ტექსტის სწორად წაკითხვისა,ტექსტში
შემავალი სიტყვების გაგებისა, ვერ იაზრებს წაკითხულს, ზოგიერთმა მოსწავლემ არდადეგებზე წასაკითხად შერჩეული
ტექსტები წაიკითხა, თუმცა აღმოჩნდა,რომ
მხოლოდ ზედაპირულად, გააზრების გარეშე.
ამ პრობლემებს წავაწყდი მეოთხე კლასის
დასაწყისში და საჭიროდ ჩავთვალე მემუშავა ამ მეტად მნიშვნელოვან თემაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე შევადგინე კითხვარი თითოეული სეგმენტისათვის
(მოსწავლეებისათვის და მშობლებისათვის). საკითხის დამუშავებისათვის გამოვიყენე ლიტერატურა:
- სოფიო
ლობჟანიძე ,,როგორ წარვმართო ,,პედაგოგიური კვლევები“, სადაც მოცემულია პროფესიული რჩევები, თუ
რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რა თავისებურებები გააჩნია მას, რა
ეტაპები, როგორ განვსაზღვროთ საკვლევი თემა, როგორ გადავამოწმოთ გვაქვს თუ
არა სწორად შერჩეული პრობლემა, რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ და სხვა.
- პ. პაპავა, თ. ჭანტურია ,,წიგნიერება“–
სახელმძღვანელოში მოცემულია წიგნიერების განსაზღვრება, წიგნიერების
საერთაშორისო კვლევის შედეგები.
- კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით
საფეხურზე, – სასწავლო–მეთოდოლოგიური რესურსების კრებული, სადაც განხილულია
დაწყებით საფეხურზე კითხვისა და წერის სწავლების მეთოდები. კარგად არის აღწერილი
თუ რა არის ლექსიკური მარაგი და რა
კავშირი აქვს მას გაგება–გააზრებასთან. ასევე მოცემულია ეფექტური მეთოდები და
რესურსები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს წაკითხულის გაგება-გააზრებაში.
- მ.მირიანაშვილი,ნ.ჯაში,მ,ბლიაძე-,,დაწყებითი
კლასების მასწავლებლის გზამკვლევი“,სახელმძღვანელოში მოცემულია წერა-კითხვის
სწავლების ისტორია საქართველოში,აგრეთვე სწავლების მეთოდები
- მ.ბოჭორიშვილი,ნ.ნამიჭეიშვილი- ინტერაქტიური მეთოდები,კარგად არის
აღწერილი ინტერაქტიური სწავლების მეთოდები,ამ მეთოდების გამოყენების
მოსალოდნელი შედეგები
- mastsavlebeli.ge
იმისათვის, რომ კვლევა იყოს სანდო და მაღალი ხარისხის, კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები გამოვიყენე.
მშობელთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ
კითხვისას წარმოქმნილი პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არაწიგნიერი ოჯახური
გარემოა.
მათი გარკვეული ნაწილი გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო,რომ მიუხედავად ამჟამად
არსებული წიგნების მრავალფეროვნებისა, თავიანთი
შვილები მათ წაკითხვას,კომპიუტერით გართობას ამჯობინებენ.მხოლოდ გარკვეული
პროცენტი არის რეგულარულად ჩართული შვილის კითხვის უნარებისს განვითარებაში.მათ
შორის არიან მშობლები,რომლებიც წიგნიერების საზომად წაკითხული ტექსტების
რაოდენობას ასახელებენ და ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას ტექსტის
გაგება-გააზრებაზე.
საგულისხმოა, რომ მშობლები იაზრებენ, თუ
რა შედეგი შეიძლება მოყვეს პრობლემის გადაუჭრელობას სამომავლოდ და ფიქრობენ, რომ ამ პროცესში მშობლების აქტიური
ჩართვა და თანამშრომლობა,გაცილებით კარგ შედეგს მოგვცემს.(დანართი 2)
ბავშვების გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ მათი უმრავლესობა
წიგნის წაკითხვაზე მეტ დროს კომპიუტერთან
ჯდომას ანდომებს, მხოლოდ გარკვეული პროცენტი არის რეგულარულად დაკავებული წიგნის
კითხვით, ნაწილი კითხულობს ფორმალურად,მხოლოდ იმიტომ,რომ გაკვეთილი ისწავლოს.
გაირკვა, რომ
ბავშვებს არ აქვთ ფსიქოლოგიური განწყობა,მოტივაცია წაკითხულის
გასააზრებლად.გააზრება-გაგებას ხელს უშლის არასაკმარისი ლექსიკური მარაგიც.(დანართი 3)
დავსახე აქტივობები,
ინტერვენციები, რომელთა განხორციელების შედეგად მოსწავლეები შეიძენენ წაკითხულის
გააზრების მყარ სტრატეგიებს, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენებენ.
·
დავგეგმე პერიოდული შეხვედრები მშობლებთან და მათთვის რჩევების მიცემა;აგრეთვე,სოციალურ ქსელში ჯგუფის შექმნა, სადაც რეგულარულად მიეცემათ მათ რჩევები:
1.
შეურჩიეთ ასაკის და ინტერესის შესაბამისი ტექსტი,წააკითხეთ ხმამაღლა,ისაუბრეთ მომხდარზე, იმსჯელეთ და გზადაგზა
უცნობი სიტყვები ახსენით;
2.
გამოიყენეთ აუდიო მასალები,მოასმენინეთ მხატვრულად წაკითხული ტექსტები
და დაახატინეთ ცალკეული ეპიზოდის შესაბამისი ნახატი,შემდეგ კი მოაყოლეთ მოსმენილი
3. ეცადეთ, დაეხმაროთ წაკითხული ტექსტის ძირითადი აზრის
საკუთარი სიტყვებით გადმოცემაში;.
4. გაახსენეთ წაკითხულ ტექსტში
გადმოცემული ამბის მსგავსი პირადი ისტორია.
5. როცა დარწმუნდებით, რომ თქვენი
მიცემული დავალება წარმატებით შეასრულა,შეურჩიეთ ისეთი ტექსტი,სადაც შესაძლებელი
იქნება როლური კითხვა,რომელშიც თქვენც მიიღებთ მონაწილეობას;
6.შეურჩიეთ ტექსტი,გააკეთებინეთ
შესაბამისი ილუსტრაციები;
7.როცა მიხვდებით,რომ თქვენს შვილს
აუმაღლდა მოტივაცია,გაზარდეთ ტექსტის მოცულობა, დაეხმარეთ დაადგინონ სათაურისა და
ტექსტის ურთიერთკავშირი,დაასახელონ და დაახასიათონ პერსონაჟები....
8.აჩვენეთ ლიტერატურული ტექსტების
მიხედვით შექმნილი მხატვრული თუ ანიმაციური ფილმები,სპექტაკლები...
- რჩევები ბავშვებს წაკითხული ტექსტის გაგებასა და გააზრებაზე
1.
წაიკითხე მოთხრობა, შემდეგ აიღე რვეულის ფურცელი, ორად გაყავი ვერტიკალური
ხაზით,მარცხენა სვეტში შეიტანე ის წინადადებები,რომლებიც
ძალიან მოგეწონა მოთხრობაში,მარჯვენა გრაფაში ჩაწერე, რა მოსაზრებით შეარჩიე ეს მონაკვეთი?
შენი მოსაზრებები გაუზიარე შენს მეგობარს
2.
წაუკითხე მოთხრობა მეგობარს,შემდეგ მოუსმინე მის წაკითხულს,მოამზადე შეკითხვები
მისთვის, უპასუხე მის შეკითხვებსაც;
3.
წაიკითხე მოთხრობა და შეავსე სქემა : ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე;
4.
წაიკითხე მოთხრობა,დააკვირდი მოვლენებს და შეავსე ცხრილი
5.
შენი წაკითხული მოთხრობიდან გამოყავი ორი მთავარი გმირი და დაახასიათე
სქემის მიხედვით
6.
დაწერე,რას შეცვლიდი წაკითხულ მოთხრობაში
7.
გააგრძელე მოთხრობა
8.
წაიკითხე მოთხრობა მეგობრებთან ერთად და შექმენი დიორამები
9.
მეგობრებთან მოახდინე შენი ნამუშევრის პრეზენტაცია
·
დავსახე ახალი აქტივობები, რომელთა
განხორციელების შედეგად მოსწავლეები შეძლებენ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებას
1.მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი მრავალფეროვანი საბავშვო საკითხავი ლიტერატურის შეგროვება საკლასო ბიბლიოთეკისთვის.
2.მეთოდი/აქტივობა ,,გამომძიებელი“ (შემოწმდება, ,როგორ ესმით
ბავშვებს ტექსტში
მოცემული უცხო
სიტყვების მნიშვნელობა).
3.მეთოდი/
აქტივობა ,,სინონიმების“ ბანქო
4.მეთოდი/აქტივობა
,,ჩუმი ფიქრი“(არეულად მოცემული ნაწყვეტები დალაგდება ლოგიკური თანამიმდევრობით)
5.მეთოდი/აქტივობა
,,ჩემი მანქანიკო’’ (შებრუნებული საკლასო
ოთახის მეთოდის,ისტ-ის გამოყენებით ,ვარაუდების გამოთქმით გაკონტროლდება ტექსტის გაგების პროცესი)
6.მეთოდი/აქტივობა
,,მნიშვნელოვანი სიტყვები“(ტექსტის შინაარსი გადმოიცემა სიტყვათა გარკვეული
რაოდენობებით)
7. მეთოდი/აქტივობა ,,ჩემი თეატრი“ (დაეხმარება მოსწავლეებს
წარმოსახვაში, ურთიერთთანამშრომლობაში)
8.მეთოდი/აქტივობა ,,მე მასწავლებელი ვარ“(მოსწავლე ტექსტის მიხედვით შეარჩევს კითხვებს თანაკლასელებისთვის,რაც ხელს
შეუწყობს ტექსტის გააზრების პროცესს)
9.მეთოდი/აქტივობა ,,ტექსტში, ჩემს
ცხოვრებაში’’(ტექსტში მოცემული მასალა დაკავშირდება მოსწავლის გამოცდილებას,
შეჯამდება წაკითხული და გამოიტანენ დასკვნას)
10.მეთოდი/აქტივობა
,,ფანტაზიორები“(მოხდება ტექსტის გაგრძელება,ან გარკვეული ეპიზოდების მოსწავლის
შეხედულებით შეცვლა)
შეფასება
2017-2018 სასწავლო წლის დასასრულისთვის დავასრულე კვლევა. მინდოდა
გამეგო,რა შედეგი მოჰყვა ჩემ მიერ ჩატარებულ აქტივობებს? IV კლასის
დასასრულს შეძლებენ თუ არა მოსწავლეები წაკითხული
ტექსტის გაგება-გააზრებას?
ჩავატარე შემაჯამებელი,დიაგნოსტიკური ტესტირება(დანართი#6). დავალებას
მოსწავლეთა რაოდენობის 65%–მა კარგად
გაართვა თავი. 30%–მა კი დამაკმაყოფილებლად შეასრულა.5%-ს კვლავ გაუჭირდა,
ვფიქრობ, გატარებულმა ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო. ჩართულმა დაკვირვებამ აჩვენა
მეტი ეფექტურობა.
რაც შეეხება მშობლებს, ისინი პერიოდულად იღებდნენ დავალებებს და
შეძლებისდაგვარად ასრულებდნენ, რაც საფუძველი გახდა სისტემატიური ურთიერთთანამშრომლობის.
ისინი ეცნობოდნენ სიახლეებს ჩემგან და
იყენებდნენ საჭიროებისამებრ.
კვლევას რა თქმა უნდა ჰქონდა ნაკლოვანებები:
1) შესაძლებელი იყო
დიაგნოსტიკის უფრო მრავალჯერადი და მრავალფეროვანი მეთოდების განხორციელება.
2) შესაძლებელი იყო მშობელთა უფრო აქტიური ჩართულობა, კერძოდ: კითხვის
საათების მოწყობა.
ვფიქრობ, აღნიშნული კვლევა დამეხმარება უფრო სრულყოფილი გავხადო გატარებული ინტერვენციები, განვაახლო
მეთოდები და აქტივობები, რომელთა განხორციელებით
მიღებული შედეგები იქნება უფრო
მკაფიო და დამაჯერებელი.
დანართი #1
დიაგნოსტიკური
ტესტი #1
ნიმუში: მე–4 კლასი
მოსწავლის სამუშაო ფურცელი
მოსწავლის სახელი და გვარი: თარიღი:
წაიკითხე ტექსტი და უპასუხე შეკითხვებს
დინოზავრები
დინოზავრი(ბერძნულად _(,,საშინელი
ხვლიკი“)_მრავალი მილიონი წლის წინ
დედამიწაზე მცხოვრები უზარმაზარი ქვეწარმავალი.არსებობდა დინოზავრების სხვადასხვა
სახეობა,მაგალითად თეროპოდი(,,მხეცისფეხება“)_ხორციჭამია მტაცებელი
ქვეწარმავალი,რომელიც უკანა ფეხებზე აღმართული
დადიოდა,მას ბასრიკბილები და ბრჭყალები ჰქონდა; ზავროპოდი(ხვლიკისფეხება’’)_ყველაზე
დიდი დინოზავრი პატარა თავითა და გრძელი კისრითა და კუდით,იკვებებოდა
მცენარეებით.არსებობდნენ რქიანი დინოზავრებიც__ ცერატოზავრები,რომლებსაც თავზე
მოღუნული რქა ჰქონდათ,კისრისა და მხრებ ის გარშემო კი___ვეებერთელა ძვლოვანი
საყელო.რქით ისინი არა მარტო მტრისგან იცავდნენ თავს,არამედ ერთმანეთსაც
ებრძოდნენ.
დინოზავრები დიდ ჯგუფებად,ანუ ჯოგებად
ცხოვრობდნენ,როცა ჯოგი ადგილს ინაცვლებდა,ყველაზე ძლიერი,ზრდასრული დინოზავრები
ჯოგის კიდეებზე დგებოდნენ,პატარებს კი ცენტრში ათავსებდნენ და ასე
გადაადგილდებოდნენ.
65 მილიონი წლის წინ დინოზავრები
გადაშენდნენ.მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს,რომ მათი გადაშენების მიზეზი
დედამიწაზე კომეტის ჩამოვარდნა შეიძლება
ყოფილიყო,ზოგიერთის აზრით კი,მათი გადაშენება დედამიწაზე კლიმატური პირობების
შეცვლამ,მკვეთრმა აციებამ განაპირობა.
დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზე
აღმოჩენილია დინოზავრების ნაშთები___ ძვლები,გაქვავებული კვერცხები და
ნაფეხურები.საქართველოში,ქუთაისის მახლობლად,სათაფლიაში სხვადასხვა ტიპის
დინოზავრთა 200-მდე ნაფეხურია მიკვლეული.ეს ნაფეხურები დაახლოებით 120 მილიონი
წლისაა.მეცნიერები დინოზავრებს მათი დღემდე მოღწეული ნაშთების მიხედვით
შეისწავლიან.
1.რას ნიშნავს სიტყვა
,,დინოზავრი“?
ა) მხეცისფეხება ხვლიკს ბ)საშინელ ხვლიკს გ)ხვლიკისფეხება ცხოველს
2.რატომ ჰქონდა
თეროპოდს კარგად
განვითარებული ბრჭყალები
და ბასრი
კბილები?
3.რატომ
ჰქონდა ზავროპოდს ძალზე გრძელი კისერი?
_____________________________________________________________________________________
4.რაში
იყენებდნენცერატოზავრები რქას?
5.რატომ
დგებოდნენ ზრდასრული დინოზავრები ჯოგის კიდეებზე ერთი ადგილიდან მეორეზე გადანაცვლებისას?
6.დინოზავრების
გადაშენების მიზეზი ნამდვილად დედამიწაზე კომეტის ჩამოვარდნა იყო?
ა) არა ბ) დიახ გ)შესაძლოა
7.რა არის ამ
ტექსტის მთავარი მიზანი?
ა)
დინოზავრების ნაფეხურების აღმოჩენის ისტორიის გადმოცემა
ბ)დინოზავრის
შესახებ ძირითადი ცნობების მოწოდება
გ)სიტყვა
,,დინოზავრის“ განმარტება
8. როგორ
ფიქრობ,საიდან არის ამორჩეული ეს ტექსტი?
ა)ენციკლოპედიიდან
ბ)მოთხრობების
კრებულიდან
გ)ისტორიის
სახელმძღვანელოდან
დანართი #2.
მშობელთა გამოკითხვის ანკეტა
თარიღი:------------------------------------
მოსწავლე
: ---------------------------------
მშობელი:---------------------------------
მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით ვახორციელებ კვლევას წაკითხულის გაგება–გააზრების
პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მოსწავლეებში.თქვენი გულახდილი პასუხები
დამეხმარება პრობლემის დროულად მოგვარებაში, ამასთან დაკავშირებით გთხოვთ უპასუხოთ
ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს.(შემოხაზეთ მხოლოდ ერთი პასუხი)
1)ჩემი შვილი გამოხატავს სურვილს, რომ წავუკითხოთ ზღაპარი, ლექსი, მოთხრობა და ა.შ;
ა)არასოდეს ბ) იშვიათად გ)ხშირად დ) ყოველთვის
2)უყვარს სხვისი წაკითხულის მოსმენა
ა)დია ბ) არა
3)ვსაუბრობთ წაკითხულის შესახებ: რა მოეწონა, რა არ მოეწონა, რატომ და ა.შ;
ა)არასოდეს ბ) იშვიათად გ)ხშირად დ) ყოველთვის
4)ხალისით, ძალდატანების გარეშე იწყებს მეცადინეობას კითხვაში;
ა)არასოდეს ბ) იშვიათად გ)ხშირად დ) ყოველთვის
5)პრობლემის შემთხვევაში ითხოვს ჩვენგან დახმარებას;
ა)არასოდეს ბ) იშვიათად გ)ხშირად დ) ყოველთვის 6)უყვარს წაკითხული ტექსტის შინაარსის ჩვენთვის მოყოლა, ან დახატვა და ნახატის აღწერა.
ა)არასოდეს ბ) იშვიათად გ)ხშირად დ) ყოველთვის
7)სასკოლო საკითხავი ტექსტების გარდა, ცდილობს წაიკითხოს მისი ასაკის შესაბამისი სხვა საბავშვო ლიტერატურა;
ა)არასოდეს ბ) იშვიათად გ)ხშირად დ) ყოველთვის
8)
თუ კიდევ გსურთ რაიმეს თქმა თქვენი შვილის კითხვის სწავლების პროცესთან დაკავშირებულ დადებით, ან უარყოფით მხარეებზე , შეგიძლიათ დაწეროთ ქვემოთ :
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი
#3
ინტერვიუს კითხვები მოსწავლეებისთვის:
1)რა უფრო მოგწონს,ზღაპრები,მოთხრობები,ლექსები თუ გამოცანები?
_______________________________________________________________________
2)რა გირჩევნია,სხვისი წაკითხული მოისმინო თუ შენ თვითონ
წაიკითხო მოთხრობა?
_________________________________________________________________________
3)გაქვს სახლში საბავშვო წიგნები?
ა)დიახ ბ)არა
4)მოგწონს ილუსტრირებული წიგნები? რატომ?
___________________________________________________________________________________
5)შენ თვითონ ცდილობ წაიკითხო რამე დამოუკიდებლად ?
ა)დიახ ბ) არა
5)მოგწონს როცა კითხულობ, თუ არა? რატომ?
6)რა გიადვილდება/გიძნელდება კითხვის დროს?
7) რა უფრო გირჩევია ხოლმე - ჩუმად კითხვა, თუ ხმამაღალა? რატომ?
___________________________________________________________________________________
8)ყველაზე ძალიან რა გაინტერესებს, რის შესახებ გინდა რომ წაგიკითხონ ან წაიკითხო წიგნები - ცხოველებზე, მანქანებზე, პრინცესებზე, ბავშვებზე, მეგობრობაზე, სასაცილო ამბებზე თუ სხვა?
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
9) თუ უყვები ხოლმე ვინმეს წაკითხულის შესახებ, ან თუ ხატავ შინაარსს?
10) როდის უფრო გამახსოვრდება წაკითხული?
_____________________________________________________________________________________
11)შენი აზრით, რაში გჭირდება ყველაზე მეტად დახმარება?
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
დანართი#4
მოსწავლეთა
გამოკითხვის შედეგები
როდის მამახსოვრდება ყველაზე
მეტად წაკითხული ?
დანართი#5
მშობელთა გამოკითხვის შედეგები
1)
უკმაყოფილოა წიგნიერების არსებული დონით
2) ეხმარება
კითხვის უნარის განვითარებაში
3)
წიგნიერების დონე ამაღლდება მასწავლებლისა და მშობლის ერთობლივი მუშაობით
4) ხარ თუ
არა აქტიური მკითხველი.
დანართი#6
დიაგნოსტიკური
ტესტი #2
ნიმუში: მე–4 კლასი
მოსწავლის სამუშაო ფურცელი
მოსწავლის სახელი და გვარი:
თარიღი:
წაიკითხე ტექსტი და უპასუხე შეკითხვებს
ბაბუას
ფანქარი და ძველი ამბების ოთახი
ბიჭი საწერ მაგიდასთან იჯდა და მამას
წერილს სწერდა.უკვე საკმაოდ გვიანი იყო.მან ფანქარი მაგიდაზე დადო,ტანზე გაიხადა
და დასაძინებლად დაწვა.ცოტა ხანში ოთახში დედა შემოვიდა,შვილს ტკბილი ძილი
უსურვა,აკოცა და ისევ გავიდა.
ოთახი მთვარის შუქში ჩაძირულიყო.ბიჭს თავის საწოლში ეძინა.საწერ მაგიდაზე ფანქარი და ქაღალდის ფურცელი ეწყო.
უეცრად ფხაჭუნის ხმა გაისმა.ეს ფანქარი წერდა:
-კარგად მახსოვს,ამ სახლში როგორ მოვხვდი.მაშინ ჩემს ამხანაგებთან ერთად ერთ დიდ ყუთში ვცხოვრობდი.სხვადასხვა ფერის ფანქრები ბიჭს დაბადების დღეზე მეგობარმა აჩუქა.ის მაღაზიაც მახსოვს,საიდანაც წამომიყვანეს.იქ თაროები სავსე იყო მელნის ბოთლებით და ფერადი საღებავების ყუთებით,რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულიყნენ.კიდევ მახსოვს აუარება ქაღალდი-თხელი,სქელი,ნატიფი,უხეში ქაღალდის ფურცლები.მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იქ მოეყარათ თავი და,რომ იცოდეთ,რა ამბებს ყვებოდნენ ღამღამობით,სიბნელეში...კიდევ ის ტყე მაგონდება,სადაც დიდი ხნის წინათ ვცხოვრობდი,აი,მაშინ,სანამ ფანქარი გავხდებოდი.მაღალი ხის ერთი პატარა ტოტი ვიყავი.სიზმარში ახლაც ვგრძნობ ხოლმე,როგორ არწევს ქარი ჩემი ხის კენწეროს...
ოთახი მთვარის შუქში ჩაძირულიყო.ბიჭს თავის საწოლში ეძინა.საწერ მაგიდაზე ფანქარი და ქაღალდის ფურცელი ეწყო.
უეცრად ფხაჭუნის ხმა გაისმა.ეს ფანქარი წერდა:
-კარგად მახსოვს,ამ სახლში როგორ მოვხვდი.მაშინ ჩემს ამხანაგებთან ერთად ერთ დიდ ყუთში ვცხოვრობდი.სხვადასხვა ფერის ფანქრები ბიჭს დაბადების დღეზე მეგობარმა აჩუქა.ის მაღაზიაც მახსოვს,საიდანაც წამომიყვანეს.იქ თაროები სავსე იყო მელნის ბოთლებით და ფერადი საღებავების ყუთებით,რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულიყნენ.კიდევ მახსოვს აუარება ქაღალდი-თხელი,სქელი,ნატიფი,უხეში ქაღალდის ფურცლები.მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იქ მოეყარათ თავი და,რომ იცოდეთ,რა ამბებს ყვებოდნენ ღამღამობით,სიბნელეში...კიდევ ის ტყე მაგონდება,სადაც დიდი ხნის წინათ ვცხოვრობდი,აი,მაშინ,სანამ ფანქარი გავხდებოდი.მაღალი ხის ერთი პატარა ტოტი ვიყავი.სიზმარში ახლაც ვგრძნობ ხოლმე,როგორ არწევს ქარი ჩემი ხის კენწეროს...
ოთახში მსუბუქმა ნიავმა
დაუბერა.ფურცელი შეირხა.
-ჰოო,მეც მახსოვს ტყე და ქარი,-ამოიოხრა
ფურცელმა და ფანქარმა ახლა მისი ამბის ჩაწერა დაიწყო:-მეც ტყეში არ
ვცხოვრობდი?!მახსოვს,როგორ მოვიდნენ ტყეში ვიღაც კაცები,ხეები მოჭრეს,წყალში
შეათრიეს და შემდეგ როგორ ვიმოგზაურე ჩემს ხესთან ერთად თავდაღმა,მდინარეზე,-ჰყვებოდა
თავის ამბავს ქაღალდი.
ამასობაში ხის კარმაც გაიჭრიალა და ნელა გაიღო:
-მეც ხშირად ვიხსენებ ტყეში გატარებულ
დღეებს.სანამ ჯერ კიდევ ნამდვილი მუხა ვიყავი,ვფიქრობდი ხოლმე,ნეტავ,რა
მელის,ტყეში დავრჩები,თუ სადმე სამოგზაუროდ მომიწევს წასვლა?ამ სახლში შორიდან
მოვედი.ისე,ჩვენი ბიჭუნაც ცხოვრებაში
ბევრს იმოგზაურებს.
მთვარის შუქი ხის იატაკს ანათებდა.ფანქარი
ყველაფერს იწერდა:
-ყველაზე შორიდან ჩვენ მოვედით,-გაიჭრიალეს
იატაკის ფიცრებმა,-სანამ ამ სახლში მოვხვდებოდით,უზარმაზარი ხომალდის ნაწილები
ვიყავით.ჩვენს ხომალდს თეთრი აფრები და ფერადი დროშა ამშვენებდა.ეჰ,რომ იცოდეთ,რა
კარგი იყო,როდესაც ქარი დაუბერავდა და ჩვენს ხომალდს ტალღები აიტაცებდნენ ხოლმე,რა
ლაღად ვცხოვრობდით!ნეტავ ერთხელ მაინც ვიგრძნობდეთ იმ ქარის მობერვას...
-ახლავე!-წამოიძახა ხის ფანჯარამ და უცებ გაიღო.ოთახში
გიჟივით შემოვარდა ღამის ქარი.ბიჭს ხმაურზე გაეღვიძა,საწოლზე წამოჯდა და
შეშინებულმა ოთახს თვალი მოავლო.გარშემო ყველაფერი ტრიალებდა-ხის კარი და ფანჯარა
თავიანთ საკიდებზე აცეკვებულიყვნენ,ჭერში ჭაღი ბზრიალებდა,ფარდები
ფრიალებდნენ,ფანქარი სადღაც მიგორავდა,ფურცელი კი ფანჯრიდან მიფრინავდა.ბიჭმა
სასწრაფოდ მიირბინა ფანჯარასთან და დაკეტა.ოთახი ერთბაშად დაწყნარდა-აღარც ჭაღი
ბზრიალებდა,აღარც ფარდები ფრიალებდნენ,არც კარი და ფანჯარა მირბოდნენ
სადღაც.ყველაფერი ძველებურად იყო,ოღონდ ქაღალდი და ფანქარი,ბიჭის გასაოცრად,სადღაც
გაუჩინარებულიყვნენ.აი,რა გადახდა იმ ღამეს თავს ბიჭს,რომელსაც,კარის ნათქვამს თუ
დავუჯერებთ,ცხოვრებაში ბევრი უნდა ემოგზაურა.მართლაც,ის გაიზარდა,მეზღვაური გახდა
და მთელი მსოფლიოს ზღვები და ოკეანეები მოიარა.ბოლოს,როდესაც ისე მოხუცდა,რომ უკვე
სამოგზაუროდ ვეღარ დადიოდა,ზღვის მახლობლად დასახლდა.ღამღამობით ხშირად ოკეანე
ესიზმრებოდა ხოლმე.მასთან სტუმრად ხშირად ჩადიოდა შვილიშვილი,ალექსანდრე,რომელსაც
ბაბუა საინტერესო ამბებს უყვებოდა.ერთხელაც ბაბუამ იმ შორეული ღამის ამბავიც
გაიხსენა,როდესაც ბავშვობაში,მის ოთახში გიჟივით შემოვარდა ქარი,თვითონ შეშინებულს
გამოეღვიძა,გარშემო ყველაფერი ტრიალებდა და ბრუნავდა,ხოლო მისი ფანქარი მაგიდიდან
მიგორავდა...
-ეს ყველაფერი იმ ოთახში მოხდა,სადაც ახლა შენ
ცხოვრობ,-უთხრა ბაბუამ შვილიშვილს.
როდესაც ალექსანდრე სახლში დაბრუნდა,მაშინვე
თავისი ოთახისაკენ გაქანდა,იატაკზე გაწვა და ფიცრებს შორის ღრიჭოების დათვალიერება
დაიწყო.ვერაფერი დაინახა,ღრიჭოებბიდან სიბნელე უმზერდა.ალექსანდრემ წვრილი
კაუჭიანი ჯოხი მოიმარჯვა,ფიცრებს შორის ჩაჰყო და მალე ღრიჭოდან უცნაური ნივთები
ამოაძვრინა-მარჯნის მძივის პატარა ბურთულა,ძვლის თმის სარჭი,სადაფის ღილი და
ბრჭყვიალათვლიანი ქინძისთავი.ისინი,როგორც ჩანს,დიდი ხნის წინ დაკარგულიყვნენ და
მათი არსებობა აღარავის ახსოვდა.მალე კაუჭს ძველი ფანქარიც ამოჰყვა.
ალექსანდრემ ფანქარს სახატავ რვეულში წვერი
მოუსინჯა.ფანქარი მშვენიერ რბილ ხაზებს ავლებდა.
ალექსანდრე თავის საწერ მაგიდას მიუჯდა და
ბაბუას წერილი მისწერა,მისი ძველი ფანქრის აღმოჩენის ამბავი შეატყობინა.უკვე
საკმაოდ გვიანი იყო.მან ფანქარი დადო,ტანზე გაიხადა და დასაძინებლად დაწვა.
1)მოთხრობის
დასაწყისში რისთვის იყენებს ბიჭი ფანქარს?
_________________________________________________________________________________
2)ვინ უსურვა
ბიჭუნას ტკბილი ძილი?
ა)მამამ ბ)დედამ გ)მეგობარმა დ)ბაბუამ
ა)მამამ ბ)დედამ გ)მეგობარმა დ)ბაბუამ
3)რას
ნიშნავს-,,ოთახი მთვარის შუქში ჩაძირულიყო’’?
ა)ოთახში სიჩუმე იყო.
ბ)ოთახში მთვარის ნათელი იდგა.
გ)ოთახში ძალიან ბნელოდა.
დ)ოთახიდან მთვარე მოჩანდა.
4)რატომ
ცხოვრობდა ფანქარი ტყეში მანამ,სანამ ის ფანქარი გახდებოდა?
___________________________________________________________________________________
5)რატომ
მოვიდნენ ყველაზე შორიდან ბიჭუნას ოთახში იატაკის ფიცრები?
____________________________________________________________________________________
6)მოთხრობაში
ვკითხულობთ:,,ოთახში გიჟივით შემოვარდა ღამის ქარი“?რა მოხდა ამის შედეგად
ისეთი,რაც ამბის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია?
ა)ქარმა ქაღალდი ფანჯრიდან გადმოაფრიალა.
ა)ქარმა ქაღალდი ფანჯრიდან გადმოაფრიალა.
ბ)ქარმა ფანქარს წარსული მოაგონა.
გ)ქარმა ფანქარი მაგიდიდან გადმოაგორა.
დ)ქარმა ბიჭუნა გააღვიძა და მას ის ღამე
სამუდამოდ დაამახსოვრდა.
7)ამოწერე
მოთხრობიდან სამი სიტყვა,რომლითაც ავტორი ქარში საგნების მოძრაობას გამოხატავს?
____________________________________________________________________________________
8)რას
აკეთებდა ბიჭი,როდესაც გაიზარდა?
_____________________________________________________________________________________
9)დაალაგე
ქვემოთ მოცემული წინადადებები იმ თანმიმდევრობით,რა თანმიმდევრობითაც მოთრობაში
ხდება მოქმედება.ნომერი 1 უკვე მითითებულია.
ფანქარი
იატაკის ღრიჭოში ჩავარდა.
ბიჭი
მეზღვაური გახდა.
ოთახში ქარი
შემოვარდა.
ფანქარი
თავის ამბავს ჰყვება.
ალექსანდრემ
ფანქარი იპოვა.
ფურცელი,კარი
და იატაკის ფიცრები თავიანთ ამბებს ჰყვებიან.
1)
ბიჭს ტკბილად სძინავს.
ბაბუა
შვილიშვილს ფანქრის დაკარგვის ამბავს უყვება.
10)რით არის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ მოთხრობაში ფანქარი?
ა)ის ბიჭუნას წერაში ეხმარება. ბ)ის ამბებს გვიყვება.
გ)ის ხისგან არის დამზადებული. დ) ის იატაკის ღრიჭოში ჩავარდა.
11)როგორი
ურთიერთობა აქვთ ბაბუას და შვილიშვილს?პასუხი დაასაბუთე მოთხრობიდან მოყვანილი
მაგალითით?
_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
12)რა არის
ამ მოთხრობის მთავარი სათქმელი?
ა)თავის თავზე ყველას რაღაც აქვს მოსათხრობი.
ბ)ხისგან ბევრი ნივთი არის დამზადებული.
გ)ფანქარი საუკეთესო საჩუქარია.
დ)პატარა ბიჭები მეზღვაურობაზე ხშირად
ოცნებობენ.
რეფლექსია სსიპ ქ.თბილისის N154 საჯარო
სკოლის IV კლასში
დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებლის, მანანა მიქაძე-ვეკუას მიერ
ჩატარებული კვლევის შესახებ
სსიპ ქ.თბილისის N154
საჯარო სკოლის IV1 კლასში
2017-2018 სასწავლო წლის 25ოქტომბრიდან 6 ივნისის ჩათვლით ჩავატარე კვლევა, რომლის მიზანი იყო
მოსწავლეებში წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემების გადაჭრით
წიგნიერების დონის ამაღლება.
წერილობით,
ანონიმურად ვაწარმოე მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვა, მიღებულმა შედეგებმა მაჩვენა, რომ
მოსწავლეებში წაკითხულის
გაგება-გააზრების არსებული პრობლემის
აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება მასწავლებლისა და მშობლების მჭიდრო
თანამშრომლობით, ინფორმაციის გაცვლით მოსწავლის კითხვასა და გააზრების პროცესებთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი დამოკიდებულებები, ქცევა, მიღწევები და სიძნელეები სკოლასა თუ სახლში; ასევე, სკოლასა თუ ოჯახში წიგნიერი გარემოს
შექმნით; მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სწავლებით; მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო
განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა, ციფრული ელექტრონული რესურსების გამოყენებით გამდიდრებული გაკვეთილები,
კოგნიტური სქემებისა და დიაგრამების შევსება. მოსწავლეთა მონიტორინგმა და კვლევის
ბოლოს ჩატარებულმა დიაგნოსტიკურმა ტესტირებამ(დანართი#6)
დამარწმუნა მათ პროგრესში, ჩავთალე,რომ შესაძლებელი იყო შედეგების კოლეგებისთვის
გაზიარება,ისინიც დაინტერესდნენ, რადგან
თემა,რომელიც ავირჩიე კვლევის ჩასატარებლად, პრობლემურია ყველასთვის,ამიტომაც
გავაკეთე ჩემი ნაშრომის პრეზენტაცია,კოლეგებს
გავაცანი ჩემს ჩატარებული კვლევის
შედეგები. უფროს მასწავლებლებს გაუჩნდათ კვლევის ჩატარების სურვილი.
კოლეგებმა ძირითადად მოიწონეს ჩემ
მიერ განხორციელებული ინტერვენციები, თუმცა ჩათვალეს, რომ წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემა საბოლოოდ
არ გადაჭრილა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი,განახლებული
მეთოდების შემუშავებაა საჭირო,რაშიც მათ დავეთანხმე.
მონიტორინგით დანახული პროგრესი
მიმანიშნებს,რომ კვლევამ შედეგი გამოიღო.
მ.მიქაძე-ვეკუა
8 ივნისი,2018
წელი
No comments:
Post a Comment